ჩვენს შესახებ

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრში!

DAAD - (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) ლექტორები საქართველოში 1988 წლიდან მუშაობენ. 2004 წელს თბილისში გაიხსნა საინფორმაციო ცენტრი. ეს უკანასკნელი ინფორმაციას აწვდის დაინტერესებულ პირებს გერმანიაში სწავლისა და კვლევის შესაძლებლობების, ასევე გერმანიაში დაფინანსების მიღებისა და DAAD-ს სასტიპენდიო პროგრამების შესახებ. საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით ეწყობა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, სემინარები სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის. DAAD ეხმარება ქართულ და გერმანულ ნივერსიტეტებს პარტნიორული პროგრამების განხიორციელებაში.
გვეწვიეთ! თქვენ ყოველთვის სასურველი სტუმარი ხართ ჩვენთან !

გებჰარდ როილი, DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი

მიღების საათები:

ყოველ დღე (შაბათ-კვირის გარდა),
12.00-18.00სთ.

მისამართი:
DAAD - ს თბილისის საინფორმაციო ცენტრი
თბილისი 0108, ზანდუკელის ქ. 16
ტელ/ფაქსი: (+ 995 32) 920 926
ელ-ფოსტა: info@daad.org.ge

თანამშრომლები:

გებჰარდ როილი
DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი
თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის
სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი

ნინო ანთაძე
თბილისის საინფორმაციო ცენტრის კონსულტანტი

DAAD-ს ლექტორები საქართველოში:

ტანია გრისჰამერი

DAAD-ს ლექტორი ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

მიღების საათები იხ. ხსენებული უნივერსიტეტების ფაკულტეტებზე

დანიელ შეფი
DAAD-ს ლექტორი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის
სახელმწიფო უნივერსიტეტში

გერმანული ენის კათედრა, ოთახი 204 (2 სართული)
თამარ მეფის ქ. 59, 4600 ქუთაისი
ელ-ფოსტა: da.schaef@gmx.de

მიღების საათები: სამშაბათი/ოთხშაბათი,10.30-12.00 სთ.



DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრი

DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრი არის გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის წარმომადგენლობა საქართველოში

  • იგი ინფორმაციას აწვდის ქართველ ახალგაზრდებს, კურსდამთავრებულებსა და მეცნიერებს გერმანიაში სწავლისა და კვლევის შესაძლებლობების, ასევე სტიპენდიების შესახებ.
  • კონსულტაციას უწევს დაინტერესებულ პირებს DAAD-ს და სხვა ფონდების სტიპენდიების შესახებ და იბარებს განაცხადებს.
  • კონსულტაციას უწევს და ეხმარება ქართულ და გერმანულ უმაღლეს სასწავლებლებს, ასევე კვლევით ინსტიტუტებს პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში და ინფორმაციას აწვდის მათ გერმანიის საგანმანათლებლო სისტემის შესახებ.
  • ორგანიზაციას უწევს კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის, ასევე სემინარებსა და კონფერენციებს ყოფილ სტიპენდიანტებისთვის.

DAAD-ს სამუშაო ჯგუფი კონსულტაციას გაგიწევთ და ინფორმაციას მოგაწვდით ქართულ, გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.


© DAAD
კონტაქტი   იმპრესუმი   © DAAD
 


ორკვირიანი გაცვლითი სემინარი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

gამოცხადდა მიღება თსუ-ს კიოლნის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე

ბოლონიის რეფორმა საქართველოსა და გერმანიაში
მოხსენება დისკუსიის ფორმატში
თსუ, 2 კორპუსი (გარეოს აუდიტორია)
12.01.2010, 18:30 სთ.


gamocxadda konkursi DAAD-stipendiaze
germanuli skolis
me-12 klaselebisTvis.
 


კოოპერაცია საქართველოსთან მეცნიერების, ტექნოლოგიისა და განათლების სფეროში: ორმხრივი და ევროპული პერსპექტივები
საინფორმაციო შეხვედრა მიხაელ შლიხტთან
( BMBF), ბონი
09.12.209 / თსუ, 2 კორპუსი, UNO-ს აუდიტორია


ქართველმა ასტროფიზიკოსმა გია დვალმა ჰუმბოლდტის პროფესურის პრემია მიიღო.
გერმანიის ყველაზე უფრო მაღალანაზღაურებადი კვლევითი პრემიის ლაურეატი კვლევას მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტში განაგრძობს.


სწავლა გერმანიაში ყველაფერი გერმანიაში სწავლის შესახებ

საუნივერსიტეტო კომპასი
გერმანიის უნივერსიტეტები და მათ მიერ შემოთავაზებული სპეციალობები


საერთაშორისო საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები გერმანიაში

მრავალი გერმანული უნივერსიტეტი ინგლისურ ენაზე გაძლევთ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხის მოპოვების საშუალებას?

საუნივერსიტეტო სარეიტინგო სია

საუნივერსიტეტო რეიტინგი დაგეხმარებათ სასურველი უნივერსიტეტის სწორად შერჩევაში


საზაფხულო კურსები გერმანიაში

საზაფხულო ენის კურსები გერმანიის უნივერსიტეტებში