2004 წელს გაიხსნა DAAD-ის საინფორმაციო ცენტრები საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. 2021 წლიდან კი სამივე ქვეყანას DAAD-ის თბილისის რეგიონული წარმომადგენლობა ემსახურება.
გვეწვიეთ 6 და 7 ოქტომბერს IEFG განათლების საერთაშორისო გამოფენაზე, ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონში / 11.06!!!
გელით 11:00-დან 18:00 საათამდე!!!
მიიღეთ ინფორმაცია გერმანიაში სწავლისა და კვლევის მრავალფეროვანი შესაძლებლობების შესახებ.
ყველა უმაღლეს სასწავლებელს ევროპასა თუ მსოფლიოში პარტნიორ ინსტიტუციებთან ურთიერთობის მდიდარი გამოცდილება აქვს. DAAD მზადაა, თავისი პროგრამების საშუალებით დაეხმაროს გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებს კავშირების გაფართოებაში.
ალუმნი-პროგრამების საშუალებით, გვსურს, სტიპენდიის ვადის ამოწურვის შემდეგ გვერდში დავუდგეთ ყოფილ სტიპენდიატებს. DAAD ალუმნებს განიხილავს, როგორც ორგანიზაციის გლობალური ქსელის ნაწილს და დაფინანსების სხვადასხვა შესაძლებლობებს სთავაზობს მათ.
Discover the top-ranked International Master & PhD Programs at RPTU Un...
21 International Master & PhD Programs at RPTU University of Kaiserslautern-Landau
Application Deadline: Apr 30 & Oct 31
More information: https://rptu.de/international/home
Find Your Master’s Program at TUM Campus Heilbronn
Students at TUM Campus Heilbronn receive a high-quality education at the renowned TUM University of Excellence and extensive support services for their studies.
Kick-start your future career in Financial Management at Coburg Univer...
If you are interested in management and finance our premium MBA program Financial Management could be just right for you! The program features an optional Dual Degree from UniSC Australia and a Bloomb...
Ready for the next step in your IT-career? Welcome to the international master’s program Professional IT Business & Digitalization at HTW in Berlin. The program provides in-depth knowledge in the fiel...
„Advanced Quantum Physics“ International Master’s program at RPTU in K...
Discover modern science on atomic & sub-atomic scales at one of the leading German research departments and learn from award-winning teachers.
https://physik.rptu.de/quantum-master
In Zusammenarbeit mit der Staatlichen Universität der Republik Moldau (USM) organisiert das Moldova-Institut Leipzig
in diesem Jahr eine Sommerschule im Rahmen des DAAD- Förderprogramms „Ost-West-Dialog”.
Das Projekt richtet sich Hochschullehrer, Dozenten des Instituts für Weiterbildung der Lehrkräfte an den jeweiligen Universitäten, an Vertreter der NGOs aus dem Bereich der Bildung und Medien,
Geschichtslehrer, die als Multiplikatoren wirken können.
Bewerbungen sind zu richten an: moldova@uni-leipzig.de
DAAD-ის საგარეო წარმომადგენლობა გილოცავთ შობა-ახალ წელს! 🎄🎄🎄
DAAD - Außenstelle Tbilisi wünscht Ihnen frohe Weihnachten und ein glückliches Neues Jahr!
🔴თუ ხართ მოსწავლე, იცით გერმანული და დაინტერესებული ხართ გერმანიაში სწავლით, თუ გსურთ გაიგოთ, რა ნაბიჯები გექნებათ გასავლელი გერმანიაში წასვლამდე, თუ გერმანული ენის ცოდნის გაუმჯობესება. გვეწვიეთ:
🔴7 დეკემბერს, 17:00 სთ.-ზე საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელიც გერმანულ საერთაშორისო სკოლაში (ბაგები, წყნეთის გზატკეცილი 63) გაიმართება.
ღონისძიების მონაწილეები:
გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD), Goethe-Institut Georgien, Deutsche Botschaft Tiflis გერმანიის საელჩო თბილისი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ZfA 🇩🇪 🇬🇪
საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრება შეუძლიათ ასევე მშობლებს.
🔴20 დეკემბერს, DAAD-ის რეგიონული ოფისის ორგანიზებით გოეთეს ინსტიტუტში გაიმართა პროფ. დიტრიხ ბუსესა და პროფ. ლალი ქეცბა-ხუნდაძის ერთობლივი ნაშრომის "Grundzüge der germanistischen Sprachwissenschaft" პრეზენტაცია. წიგნი გამოსცა მეტად პრესტიჟულმა გამომცემლობამ Utb. (საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა)
წიგნის პრეზენტაციას ონლაინ ჩაერთო დიუსელდორფის უნივერსიტეტის პროფესორი დიტრიხ ბუსე, რომელმაც წარმოადგინა წიგნის სტრუქტურა და მასზე მუშაობის მეთოდები. პროფ.ლალი ქეცბა-ხუნდაძემ განიხილა წიგნზე ერთობლივი მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და მისი გამოყენების პერსპექტივები.
ასევე დისტანციურ რეჟიმში ღონისძიებას დაესწრენ პროფ. ალექსანდრე კარტოზია და ჰილდესჰაიმის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი ტილმან ბორშე, რომლებმაც ნაშრომს მაღალი შეფასება მისცეს.
წიგნი უკვე საქართველოშია და ხელმისაწვდომია თსუ-ს ბიბლიოთეკაში.
➡️10-11 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა DAAD-ის რეგიონული სემინარი ალუმნებისთვის, სახელწოდებით "Regional Alumni Seminar Exchange of regional experience in the field of mediation".
სემინარის ინიციატორი გახლდათ, DAAD-ის ალუმნი და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფ. დოქტ. ირაკლი ყანდაშვილი.
სემინარს უძღვებოდა, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფ. დოქტ. ოლაფ მუთჰორსტი. გერმანელმა პროფესორმა, ასევე სემინარის მონაწილე სომეხმა, აზერბაიჯანელმა და ქართველმა კოლეგემბა ერთმანეთს მედიაციის სფეროში არსებული ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს.
🔴20 ნოემბერს, 19:00 სთ.-ზე DAAD-ის რეგიონული ოფისის ინიციატივით პროფ. დოქტ. დიტრიხ ბუსესა და პროფ. დოქტ. ლალი ქეცბა-ხუნდაძის წიგნის “Grundzüge der germanistischen Sprachwissenschaft“ პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიებას, რომელიც გოეთეს ინსტიტუტში გაიმართება, DAAD-ის საგარეო წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ბ-ნი გებჰარდ როილი გახსნის. სტუმრებს ონლაინ მიესალმება დიუსელდორფის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტ. დიტრიხ ბუსე.
ქ-ნი ლალი, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ფილოლოგიის სასწავლო – სამეცნიერო ინსტიტუტის გერმანული ფილოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი (გერმანული ენა), დამსწრე საზოგადოებას გერმანულ მხარესთან ხანგრძლივი თანამშრომლობისა და იმ ერთობლივი მუშაობის შესახებ მოუყვება, რომლის შედეგადაც წიგნი შეიქმნა.
🔴Am 20. November, um 19.00 Uhr wird von der DAAD-Außenstelle Tbilissi das neue Buch von Prof. Dr. Dietrich Busse und Prof. Dr. Lali Kezba-Khundadze „Grundzüge der germanistischen Sprachwissenschaft“ vorgestellt.
Prof. Dr. Lali Ketsba-Khundadze, Leiterin des Lehrstuhls für Deutsche Philologie am Lehr-und Forschungsinstitut für Westeuropäische Sprachen und Literatur der Iv. Javakhishvili Staatlichen Universität Tbilissi, berichtet über die jahrelange Partnerschaft mit der Universität Düsseldorf, infolgederen das Buch entstanden ist.
Die Gäste werden vom Prof. Dr. Dietrich Busse / Universität Düsseldorf online begrüßt.
Alle Interessenten sind herzlich willkommen !