კითხვა-პასუხი
როგორ ავტვირთო დოკუმენტები?
დოკუმენტების ატვირთამდე აუცილებელია ყველა მათგანი გადაიტანოთ PDF ფორმატში. სხვა შემთხვევაში მათი ონლაინ ატვირთვა არ მოხერხდება. დოკუმენტების ატვირთვის შემდეგ სისტემა თქვენს მიერ ატვირთულ დოკუმენტებს ერთ ფორმატად დააგენერირებს და მათ შეჯამებას "Application summary/Bewerbungszusammenfassung"-ს მოგცემთ. ამ უკანასკნელს ამობეჭდავთ და წარადგენთ DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრში სასტიპენდიო პროგრამისთვის განსაზღვრულ განაცხადის წარდგენის ვადებში.
ყურადღება!  ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები დოკუმენტებს მითითებულ ვადებში პირდაპირ აგზავნიან DAAD-ს ცენტრალურ ოფისში. 

საჭიროა თუ არა დოკუმენტების გამოგზავნა ფოსტით?

DAAD-ს სასტიპენდიო პროგრამების ნუსხაში, ხშირადაა მითითებული, რომ ონლაინ სისტემიდან ამობეჭდილი დოკუმენტები უნდა გამოიგზავნოს ფოსტით. ეს ინფორმაცია არ ეხება საქართველოს. კონკურსანტმა სააპლიკაციო დოკუმენტები უნდა წარადგინოს DAAD-ის საინფორმაციო ცენტრში. ფოსტა მხოლოდ იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ განაცხადის გაკეთება რეგიონებიდან ან საზღვარგარეთიდან ხდება.

როგორ მოვიპოვო სარეკომენდაციო წერილის ფორმა?

სარეკომენდაციო წერილი კონკურსანტმა პროფესორს სპეციალური ფორმით უნდა მიაწოდოს. ამისთვის აპლიკანტი ონლაინ-პლატფორმაზე, რომელზეც დარეგისტრირდა, შედის რუბრიკაში Personenförderung/Personalfunding, შემდეგ კი ნიშნავს  Gutachtenformular/Letter of Recommendation.

ფორმულარის გახსნისთანავე კონკურსანტი უთითებს რეკომენდატორის გვარს, სახელს, აკადემიურ ტიტულს და ა.შ. ამის შემდეგ კი ნიშნავს რუბრიკას Gutachtenformular erzeugen/Creating Letter of Recommendatiom. ამ სახით მას ხელთ ექნება სარეკომენდაციო ფორმა PDF ფორმატში, რომელიც შეუძლია შეინახოს მისსავე კომპიუტერში ან გადაუგზავნოს ამ სახით პროფესორს/რეკომენდატორს. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი PDF ფორმატშია, მასში რეკომენდატორი შეძლებს ტექსტის ჩაბეჭდვას.

სარეკომენდაციო წერილის გამზადების შემდეგ, რეკომენდატორი აწერს მას ხელს და არტყამს ფაკულტეტის ბეჭედს. ამის შემდეგ სარეკომენდაციო წერილი თავსდება კონვერტში (ნებისმიერი ფორმის, ზომის და ა.შ.), დაერთვის ონლაინ სისტემიდან ამობეჭდილ სააპლიკაციო დოკუმენტებს და წარედგინება DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრს.

ყურადღება!  სარეკომენდაციო წერილის ატვირთვა ონლაინ სისტემაში არ ხდება. ის ერთვის სხვა სააპლიკაციო დოკუმენტებს.


რა დონეზე მჭირდება გერმანული/ინგლისური ენის ცოდნა სამაგისტრო სტიპენდიაზე განაცხადის შემოსატანად?


სამაგისტრო სტიპენდიაზე განაცხადის შემოტანისათვის საჭიროა გერმანული ან ინგლისური ენის ფლობა C1 დონე. TOEFL და IELTS-ს ქულაზე მოთხოვნას DAAD განსაზღვრავს თქვენს მიერ შერჩეული უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად. ანუ, თუ თქვენს მიერ შერჩეულ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისათვის საჭიროა TOEFL-ის ქულა 6.1, ეს იმას ნიშნავს, რომ კონკურსში მონაწილეობისთვისაც საკმარისი იქნება იგივე მაჩვენებელი.
ხშირად კონკურსში მონაწილეობას ღებულობენ გერმანული სკოლის კურსდამთავრებულები, რომლებსაც DSD-ს დიპლომი აქვთ. თუმცა ამ შემთხვევაში სასურველია, კონკურსანტმა მის მიერ შერჩეულ  უნივერსიტეტს გაუგზავნოს DSD-ს დიპლომს და კითხოს, მისაღებია თუ არა უნივერსიტეტისთვის ოთხი-ხუთი წლის წინ აღებული დიპლომი. მაილის სახით მიღებული დადებითი პასუხი უნდა დაერთოს დოკუმენტებს. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კონკურსანტი აბარებს TestDaF-ის გამოცდას.

მოკლევადიან კვლევით სტიპენდიაში მონაწილეების მსურველებმა, რომლებიც კვლევას გერმანულ ენაზე გეგმავენ და არ აქვთ ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი, საჭიროა დაწერონ OnSeT-ის ტესტი.
  


კონტაქტი   იმპრესუმი   © DAAD
 




საინფორმაციო ფურცელი
    
გამოცემა 3
ნოემბერი 2018

ქართული ვერსია
გერმანული ვერსია


Ausschreibung

International WHZ-Zwickau
and DAAD/BMZ Alumni Seminar 2019


გერმანული უნივერსიტეტების განცხადებები














Scholarships Available For The
Bucerius Master Of Law And Business Program
In Hamburg, Germany






MBA and International
Master’s Programmes





Carl Benz School of Engineering - Mechanical Engineering College
of the Karlsruhe Institute of Technology




  
Der direkte Zugang zur Universitätsausbildung in Deutschland!




www.phd.germany.de


სწავლა გერმანიაში ყველაფერი გერმანიაში სწავლის შესახებ








ექსპლორერის საშუალებით შეგიძლიათ მოიძიოთ გერმანიის კვლევითი ინსტიტუტები და ორგანიზაციები, რომლებიც ზუსტად შეესაბამებიან თქვენს სამეცნიერო საქმიანობის ან სადისერტაციო ნაშრომის თემას.