DAAD საქართველოში

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD)

DAAD წარმოადგენს გერმანიის უმაღლესი სასწავლებლების გაერთიანებას. ის ერთ-ერთი დიდი ორგანიზაციაა, რომელიც აკადემიურ სფეროში სამეცნიერო ხასიათის გაცვლას უზრუნველყოფს. DAAD 1925 წელს დაარსდა, მისი ცენტრალური ოფისი გერმანიაში ქ. ბონ-ში მდებარეობს. ორგანიზაციის საქმიანობა ფინანსდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა, განათლებისა და კვლევის სამინისტროს, ასევე ევრო-კავშირის მიერ. DAAD სტიპენდიების საკმაოდ ფართო სპექტრი შეიძლება სულ 5 ფრაზით გადმოიცეს:

  • სტიპენდიები უცხოელთათვის - უცხოელი ახალგაზრდა ინტელიგენციის დაფინანსება გერმანის უმაღლეს სასწავლებლებსა და კვლევით ინსტიტუტებში.
  • სტიპენდიები გერმანელებისთვის - გერმანელი ახალგაზრდა წამყვანი კადრების დაფინანსება უცხოეთში სასწავლებლად.
  • გერმანიის უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაცია - გერმანიის უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების მიმზიდველობის გაზრდა საერთაშორისო ასპარეზზე, სტუდენტებისა და მეცნიერებისათვის.
  • გერმანისტიკისა და გერმანული ენის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ.
  • პარტნიორობა გარდამავალ ეტაპზე მყოფ ქვეყნებთან. სამეცნიერო, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობა განვითარებად და განვითარების გარდამავალ ეტაპზე მყოფ სახელმწიფოებში.

DAAD საქართველოში

DAAD საქართველოში 1988 წლიდანაა წარმოდგენილი, 2004 წელს  თბილისში საინფორმაციო ცენტრი გაიხნსა, ხოლო 2006 წლიდან საქართველოში DAAD-ს სამი ლექტორი მოღვაწეობს (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი).

DAAD გასცემს ინდივიდუალურ სტიპენდიებს წარმატებული ქართველი სტუდენტების, დოქტორანტებისა და მეცნიერებისათვის, გარდა ამისა მრავალხმრივადაა ჩართული ქართული უვერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების ყოფა-ცხოვრებაში. ასე მაგალითად ის აფინანსებს პარტნიორულ პროგრამებს ქართულ უნივერსიტეტებს შორის, ორგანიზებას უკეთებს სემინარებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებენ კურსებს (როგორც ადგილობრივ ისე რეგიონალური მასშტაბით), აფინანსებს გერმანულენოვან სამაგისტრო კურსს და მოთხოვნისდა მიხედვით საქართველოში სტუმრად იწვევს გერმანელ პროფესორებს.

შემოთავაზებები ქართული მხარის მხრიდან ჩვენთან ყოველთვის სიამოვნებით მიიღება!

დამატებითი ინფორმაცია DAAD-ს აქტივობების შესახებ საქართველოში, იხილეთ ჩვენს საინფორმაციო ფურცელში.

გამოცემა 1
გამოცემა 2



კონტაქტი   იმპრესუმი   © DAAD
 



საინფორმაციო ფურცელი
გამოცემა 2
ქართული ვერსია
გერმანული ვერსია


კონკურსი

DAAD -ს სამაგისტრო სტიპენდია გერმანულენოვანი
პროგრამებისთვის ბუდაპეშტში/
Andrássy Universität .

დამატებითი ინფორმაცია
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 4 ივლისი 2018

 


გერმანული უნივერსიტეტების განცხადებები


Studying in innovative fields -
in German or English language




Master’s Programmes
at Goethe University!



Master programme
at the University of Cologne




  
Der direkte Zugang zur Universitätsausbildung in Deutschland!





www.phd.germany.de


სწავლა გერმანიაში ყველაფერი გერმანიაში სწავლის შესახებ








ექსპლორერის საშუალებით შეგიძლიათ მოიძიოთ გერმანიის კვლევითი ინსტიტუტები და ორგანიზაციები, რომლებიც ზუსტად შეესაბამებიან თქვენს სამეცნიერო საქმიანობის ან სადისერტაციო ნაშრომის თემას.