იმპრესუმი

Impressum IC-Website

Deutsch

Herausgeber:

Deutscher Akademischer Austauschdienst e.V. (DAAD)
Kennedyallee 50
D-53175 Bonn
E-Mail: postmaster@daad.de
Vertretungsberechtigter Vorstand:
Präsidentin Univ. - Prof. Dr. rer. nat. Margret Wintermantel
Registergericht Bonn
Registernummer VR 2107
Umsatzsteuer-IdNr.: DE122276332

Redaktion:

Gebhard Reul
DAAD-Informationszentrum Tbilisi
M. Zandukeli Str. 16
0108 Tbilisi/Georgien
Tel. & Fax: (+995 32) 2 92 09 26
E-Mail: info@daad.org.ge
Web: http://ic.daad.de/tbilissi

Publisher

Deutscher Akademischer Austauschdienst e.V. (DAAD)
German Academic Exchange Service
Kennedyallee 50
D-53175 Bonn
E-Mail: postmaster@daad.de

Editor

Gebhard Reul

განცხადება მონაცემთა დაცვის შესახებ

[ www.ic.daad.de/tbilissi]

არაკომერციული გაერთიანება - გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (შემდგომში „ჩვენ“ ან „ DAAD “) მოხარულია, რომ სტუმრობთ ჩვენს ვებ-გვერდს და გამოხატავთ ინტერესს ჩვენი ორგანიზაციისა და მის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი პირადი სივრცე. შესაბამისად დიდი სიფრთხილით ვეკიდებით თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვასა და მათ უსაფრთხო დამუშავებას. თქვენი პიროვნული მონაცემების დამუშავება ხდება ევროგაერთიანებაში მოქმედი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ნორმების, კერძოდ კი მონაცემთა დაცვის შესახებ ძირითადი კანონის (შემდგომში „ DSGVO “) თანახმად. წინამდებარე განცხადებით გაწვდით ინფორმაციას მონაცემთა დაცვის, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ და აქვე გაცნობთ თქვენს უფლებებს ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობისას.

1. პასუხისმგებელი პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასა და მონაცემთა დაცვაზე
საკონტაქტო ინფორმაცია:

მონაცემთა დამუშავებაზე მონაცემთა დაცვის კანონის თანახმად პასუხისმგებელია:

არაკომერციული გაერთიანება - გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური („ DAAD “)
კენედის ხეივანი 50
53175 ბონი, გერმანია
ტელ.: + 49 228 882-0
ელ-ფოსტა:
datenschutz@daad.de

მონაცემთა დაცვის შესახებ კითვებისა და წინადადებების შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ.

2. მონაცემთა დაცვა

მონაცემთა დაცვაზე საუბრისას, იგულისხმება პერსონალური მონაცემები. აღნიშნული გულისხმობს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს (ე.წ. მონაცემთა სუბიექტი). ინდივიდის მონაცემებს მიეკუთვნება მაგალითად პიროვნების სახელი, გვარი, საფოსტო ან ელ-ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი. აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობისას მოიპოვება, მაგ.: მონაცემები ვებ-გვერდით სარგებლობის დაწყების, დამთავრებისა და ინტენსივობის შესახებ.

3. მონაცემთა დამუშავების მეთოდი, მოცულობა, მიზნები და სამართლებრივი საფუძვლები

წარმოგიდგენთ ზოგად ინფორმაციას ჩვენს ვებ-გვერდზე მონაცემთა დამუშავების მეთოდის, მოცულობის, მიზნებისა და სამართლებრივი საფუძვლების შესახებ.

3.1 ჩვენი ვებ-გვერდის მონაცემები

თქვენი ტექნიკური მოწყობილობიდან ჩვენს ვებ-გვერდზე წვდომისას, ჩვენს მიერ ხდება შემდეგი მონაცემების გადამუშავება:

- ვებგვერდზე წვდომის თარიღი და დრო

- ვებ-გვერდის მონახულების ხანგრძლივობა

- გამოყენებული პროგრამა

- გაგზავნილ მონაცემთა მოცულობა

- მოვლენის შესახებ ინფორმაცია

- IP მისამართი

- დომეინის სახელი

აღნიშნული მონაცემები ჩვენთან მუშავდება DSGVO-ს მე-6 მუხლის, 1-ლი პუნქტის, f) ქვეპუნქტი-ს შესაბამისად. ეს მომსახურების უზრუნველყოფის, ტექნიკური გამართულობის და ხარვეზების პრევენციის მიზნით ხდება. ჩვენი ამოცანაა, რომ DAAD-ს ვებ-გვერდი მისი გამოყენებისას ტექნიკურად გამართულად მუშაობდეს. ჩვენი ვებ-გვერდის გამოძახებისას ეს მონაცემები ავტომატურად მუშავდება. ამ მონაცემების მოწოდების გარეშე, ვერ ისარგებლებთ ჩვენი სერვისით. მონაცემების განადგურება როგორც წესი 7 დღეში ხდება, თუ ზემოთხსენებული მიზნებისთვის გამონაკლისის სახით უფრო დიდი ხნით არ გახდა საჭირო აღნიშნული მონაცემების გამოყენება. მსგავს შემთხვევაში მონაცემები ნადგურდება ამოცანის შესრულებისთანავე.

3.2 საკონტაქტო ფორმულარი

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მოგვმართოთ სპეციალური ფორმულარის საშუალებით.

თქვენს მიერ საკონტაქტო ფორმულარის გამოყენების შემთხვევაში, გვესაჭიროება შემდეგი სავალდებულო მონაცემები: სახელი, გვარი, ელ-ფოსტის მისამართი. დამატებით შეგიძლიათ ნებაყოფლობით მოგვაწოდოთ შემდეგი მონაცემები: სქესი, ეროვნება, ინფორმაცია სტიპენდიის შესახებ, ვისგან გაიგეთ ჩვენს შესახებ.

არსებული მონაცემები გამოიყენება თქვენს მიერ გამოთქმული სურვილის შესასრულებლად. მონაცემების დამუშავება მოხდება DSGVO - ს მე-6 მუხლის, 1 -ლი პარაგრაფის, f) ნაწილის თანახმად.

თქვენი მონაცემების დამუშავება ხდება თქვენივე შეკითხვის დაკმაყოფილების მიზნით. თქვენს მიერ შემოსული შეკითხვის დამუშავების შემდეგ, საკონტაქტო ფორმულარში მითითებული მონაცემები იშლება. გაგზავნის პროცესში, დამატებით მოპოვებული პირადი მონაცემები შეკითხვის ამოწურვის შემდეგ ნადგურდება, როგორც კი მათი გამოყენების აუცილებლობა აღარ არსებობს.

3.3. Social Plugins

მოცემული ვებ-გვერდი იყენებს სოციალური ქსელების Facebook, Google+ und Twitter -ის
ე.წ.
„Social Plugins“ , პროგრამული უზრუნველყოფის დამატებით კომპონენტს, რომლებიც იმართება Facebook Inc., 1601 S. California Ave, Palo Alto, CA 94304, USA, der Google Inc., 1600 Amphitheatre Parkway, Mountain View, CA 94043, USA, და Twitter Inc., 795 Folsom St., Suite 600, San Francisco, CA 94107, USA მიერ . სამი სიმბოლოდან, რომლებიც Facebook, Google+ und Twitter - ს ასახავს, შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი სოციალური ქსელი და მისი საშუალებით თქვენს მეგობრებს ჩვენი ვებ-გვერდის მონახულება ურჩიოთ. ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებულია ე.წ. Shariff -ის კოდი. ჩვენი ვებ-გვერდის გახსნისას, მონაცემების გადაცემა რომელიმე სოციალურ ქსელისთვის ავტომატურად არ ხდება.

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მოცემულთაგან რომელიმე სოციალურ ქსელს აირჩევთ და შესაბამის სიმბოლოს მონიშნავთ, თქვენი ბროუზერი Social Plugins -ის დახმარებით პირდაპირ აღადგენს კავშირს სოციალური ქსელის სერვერთან. ჩვენ არ გვაქვს კონტროლი ამ სახით სოციალური ქსელის ადმინისტრატორების მიერ მოპოვებულ მონაცემებზე. ადმინისტრატორები ამუშავებენ იმ ინფორმაციას, რომელიც მათ ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით მიიღეს. თუ თქვენ მოცემული სოციალური ქსელებიდან რომელიმეთი სარგებლობთ, ადმინისტრატორს შეუძლია შესაბამისი გვერდის გამოძახება სოციალურ ქსელში არსებულ თქვენს რომელიმე ანგარიშს მიაკუთვნოს. თუ ამას გარდა, Social Plugins -ის დახმარებით იმოქმედებთ, ე.ი. „მოწონებას“ ან „გაზიარებას“ მონიშნავთ, რომელიმე სოციალური ქსელი შესაბამის ინფორმაციას დაამუშავებს. იმ შემთვევაშიც კი, თუ თქვენ არ ხართ არც ერთი მოცემული სოციალური ქსელის მომხმარებელი, არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს უკანასკნელი Social Plugin -ის გზით თქვენს IP -მისამართს გაიგებს და შესაძლოა დაიმახსოვროს კიდეც.

დეტალური ინფორმაცია Facebook, Google und Twitter- ის მიერ მონაცემთა მოპოვების, გამოყენების, გადამუშავების, მოცულობისა და მიზნის შესახებ, ასევე მათ უფლებებსა და მოქმედების არეალზე, შეგიძლიათ იხილოთ შესაბამის მითითებებში მონაცემთა დაცვის შესახებ:

www.facebook.com/policy.php
www.google.de/intl/de/policies/privacy/
www.twitter.com/privacy
www.whatsapp.com/legal/

თუ არ გსურთ, რომ სოციალურმა ქსელებმა ჩვენი ვებ-გვერდის გავლით მიიღონ თქვენს შესახებ მონაცემები, არ დააჭიროთ სოციალური ქსელის არც ერთ სიმბოლოს. Social Plugins -ის დაბლოკვა თქვენს სერვერზე შეგიძლიათ Add-ons -ის გამოყენებით.

3. 4 Google Analytics

ჩვენ ვიყენებთ Google Inc.- ის (Google) მიერ უზრუნველყოფილ ვებანალიზის სერვისს - Google Analytics, რომელიც იყენებს ქუქი - ფაილებს (შდრ. პარაგრაფი 5), ანუ მცირე ზომის ტექსტურ ფაილებს, რომლებიც თქვენს კომპიუტერში ინახება და რომლებიც საშუალებას იძლევა მოხდეს თქვენს მიერ ამ ვებ - გვერდის გამოყენება. ქუქი-ფაილების მიერ მოპოვებული ინფორმაცია თქვენს მიერ ვებ-გვერდის მოხმარების შესახებ, როგორც წესი, ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაიცემა სერვერებზე და იქ ინახება. იმ შემთხვევაში, თუ ვებ-გვერდზე გააქტიურებული იქნება IP- ანონიმურობის ფუნქცია, თქვენი IP -მისამართს გუგლის საშუალებით ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროპული ეკონომიკური სივრცის მიღმა, ხელშეკრულების სხვა წევრი სახელმწიფოებისთვის შემოკლებული სახით იქნება ხელმისაწვდომი. გამონაკლის შემთხვევებში ხდება გუგლის სერვერის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში სრული IP - მისამართის გადაეცემა და შემდეგ იქ ხდება მისი შემოკლება. ვებ-გვერდის ადმინისტრატორის დავალებით, გუგლი ამ ინფორმაციას გამოიყენებს იმისთვის, რომ შეაფასოს თქვენს მიერ ვებ-გვერდის გამოყენება და შეადგინოს ანგარიში ვებ-გვერდის აქტივობების შესახებ. იმავდროულად გვერდის ადმინისტრატორს მიაწოდოს ვებ-გვერდისა და ინტერნეტის გამოყენებასთან დაკავშირებული სერვისები. Google Analytic -ის ფარგლებში თქვენი ბროუზერისგან გასული IP - მისამართი არ შეერევა გუგლის სხვა მონაცემებს.

მოცემული ვებ-გვერდი იყენებს Google Analytic -ს გავრცობილ ფორმას „_anonymizeIp()“. ამ სახით IP -მისამართები შემოკლებული სახით მუშავდება. ამით ხდება პიროვნების მაიდენტიფიცირებელი ნიუანსების გამორიცხვა. თუკი თქვენს შესახებ მოპოვებულ მონაცემბში გამოიკვეთება პირადი სახის მონაცემებზე მიმართება, ეს უკანასკნელი დაუყოვნებლივ გამოირიცხება და პიროვნების ამსახველი მონაცემები წაიშლება.

ჩვენ ვიყენებთ Google Analytics , რათა შევძლოთ ვებ-გვერდის მოხმარების ანალიზი და სისტემატურად შევძლოთ მისი მუშაობის გაუმჯობესება. მიღებულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვეძლება ჩვენი მომსახურების სივრცის გაუმჯობესება და თქვენთვის, როგორც მომხმარებლისთვის გვერდის უფრო საინტერესოდ ჩამოყალიბება. გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც პიროვნების მონაცემები ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაიგზავნება, გუგლი ეყრდნობა ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დადებულ შეთანხმებას მონაცემთა დაცვის შესახებ (https://www.privacyshield.gov/EU-US-Framework).

Google Analytics -ის გამოყენების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს DSGVO -ი (მე-6 მუხლი, 1-ლი აბზაცი, გვ. 1, ნაწილი a), კერძოდ კი თქვენი თანხმობა. ჩვენს მიერ გაგზავნილი, ქუქი-ფაილების (მაგ.: მომხმარებლის კოდი) ან სარეკლამო კოდის (ID) საშუალებით ერთმანეთთან დაკავშირებული მონაცემები, 14 დღის შემდეგ ავტომატურად იშლება. იმ მონაცემთა წაშლა, რომელთა შენახვის ვადაც გასულია, ავტომატურად ხდება თვეში ერთხელ.

თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ ქუქი - ფაილების გამოყენებაზე თქვენს ბრაუზერზე სათანადო პარამეტრების დაყენებით. გაითვალისწინეთ , ამ შემთხვევაში თქვენ ვეღარ ისარგებლებთ ვებსაიტის ყველა შესაძლებლო ფუნქციით . თქვენ ასევე შეგიძლიათ დაბლოკოთ/შეაფერხოთ ქუქი-ფაილების მიერ შექმნილი მონაცემები, რომლებიც თქვენს მიერ ვებ-გვერდზე შესვლისას მიიღება (თქვენი IP-მისამართის ჩათვლით), ან Google- ის საშუალებით დაბლოკოთ ამ მონაცემების დამუშავება. ამისათვის საჭიროა ჩამოტვირთოთ შემდეგი ბმული და იქ არსებული ბრაუზერ-პლუგინები:

http://tools.google.com/dlpage/gaoptout?hl=de .

ქუქი-ფაილები სახელწოდებით Opt-Out აფერხებენ თქვენი მონაცემების მოპოვებას ვებ-გვერდის მონახულების პროცესში. სხვადასხვა მოწყობილობებზე Universal Analytics -ის გზით მონაცემთა მოპოვების დასაბლოკად, საჭიროა ყველა გამოყენებულ სისტემაზე Opt-Out -ის დაყენება. მონიშნეთ აქ და აამოქმედეთ Opt-Out ქუქი-ფაილი: Google Analytics deaktivieren  

დამატებითი ინფორმაცია Googl- ის შესახებ, ასევე დამოკიდებულებაზე პერსონალურ მონაცემებთან, შეგიძლიათ მოცემული ბმულების დახმარებით მიიღოთ:

· Google Dublin, Google Ireland Ltd., Gordon House, Barrow Street, Dublin 4, Ireland, Fax: +353 (1) 436 1001.

· http://www.google.com/analytics/terms/de.html, Übersicht zum Datenschutz:

· http://www.google.com/intl/de/analytics/learn/privacy.html

· http://www.google.de/intl/de/policies/privacy


3.5 რუკათა სისტემა

ჩვენს ვებ-გვერდზე გამოიყენება რუკათა სისტემა Google Maps , Google Inc., Amphitheatre Parkway, Mountain View, CA 94043, USA („Google") . თუკი რომელიმე გვერდს გახსნით, რომელიც Google Maps -ს შეიცავს, თქვენი სერვერი პირდაპირ დაუკავშირდება გუგლის სერვერს. რუკის შინაარსს გუგლი პირდაპირ გადასცემს თქვენს ბრაუზერს, აქედან კი ის ეგრეთ წოდებული iFrame -ს საშუალებით ვებ-გვერდთან ამყარებს კავშირს. თუ არ გსურთ, რომ გუგლმა ჩვენი ინტერნეტ-გვერდის საშუალებით თქვენს შესახებ მონაცემები მოიპოვოს, დაამუშავოს ან გამოიყენოს, შეგიძლიათ თქვენს ბრაუზერში დეაქტივაცია გაუკეთოთ ჯავასკრიპტს. ამ შემთხვევაში თქვენ ვერ გამოიყენებთ რუკის გამოსახულებას .

დამატებითი ინფორმაცია გოგლის მიერ მონაცემტა გავრცელების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ გუგლის გვერდზე: https://www.google.com/intl/de/policies/privacy/index.html .

4. ბმულები მესამე პირთათვის

სხვა მიმწოდებლების ვებ-გვერდები, ასევე სერვისები, რომლებთან დაკავშირება ამ ვებ-გვერდის საშუალებით ხდება, მესამე მხარის მიერ იმართება. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ მესამე პირის მიერ შექმნილ შინაარს, დიზაინსა და ფუნქციას. ერთმნიშვნელოვნად ვემიჯნებით სხვა, მესამე პირის მიერ დალინქულ შინაარსს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აქ (ამ გვერდისგან) დალიქნული შემოთავაზებები, რომელიც მესამე პირს/მხარეს ეკუთვნის, შესაძლოა თქვენს საბოლოო კომპიუტერზე დაინსტალირდეს, ან პირუვნული მონაცემები აიღოს. ამ შემთხვევაში ჩვენ უძლურნი ვართ. ინფორმაციის მოპოვება შეგიძლიათ პირდაპირ მესამე პირთან/მხარესთან.

5. ქუქი-ფაილები

იმისათვის, რომ ჩვენმა ვებ-გვერდმა მრავალფუნქციურად იმუშავოს, იმისთვის, რომ კომფორტული გავხადოთ მისი გამოყენება და იმავდროულად ოპტიმალურად გავზარდოთ ჩვენი შემოთავაზებები, ვიყენებთ ე.წ. „ქუქი-ფაილებს“. ქუქი-ფაილები ეს არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომლებიც თქვენი ინტერნეტბროუზერის საშუალებით თქვენს კომპიუტერშია (ან სხვა რომელიმე ტექნიკურ მოწყობილობაში) დამახსოვრებული.

ქუქი-ფაილების კატეგორიები

ქუქი-ფაილებს ჩვენ სხვადასხვა მიზნებისა და ფუნქციისთვის ვიყენებთ. საჭიროა განვასხვავოთ აუცილებელია თუ არა ტექნიკური თვალსაზრისით (ტექნიკური აუცილებლობა) მათი გამოყენება, რამდენ ხანს მოხდება მათი შენახვა და გამოყენება (შენახვის ვადა) და ვის მიერაა ის მოწოდებული - ჩვენი ვებ-გვერდის, მესამე მხარის თუ სხვა რომელიმე მომწოდებლის მიერ (ქუქი-ფაილის მომწოდებელი).

ტექნიკური მოთხოვნები/სამართლებრივი ბაზა

ტექნიკურად აუცილებელი ქუქი-ფაილები: ჩვენ ვიყენებთ გარკვეულ ქუქი-ფაილებს, რადგან ამის გარდაუვალი აუცილებლობა არსებობს. ეს აუცილებელია ჩვენი ვებ-გვერდის სწორი ფუნქციონირებისათვის. ხსენებული ქუქი-ფაილები აქტიურდება მომხმარებლის ვებ-გვერდზე შესვლისთანავე ან გარკვეული ფუნქციების გამოყენებისას, თუკი რათქმაუნდა თქვენ ქუქი-ფაილების გამოყენება დაბლოკილი არ გაქვს თქვენი ბრაუზერის მეშვეობით. ქუქი-ფაილების მიერ მოპოვებული ინფორმაციის დამუშავებისას სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს მონაცემთა დაცვის შესახებ ევროკავშირის ძირითადი დადგენილება, კერძოდ კი მე-6 მუხლი, 1-ლი აბზაცი, ნაწილი f) .

ტექნიკურად ნაკლებ მნიშვნელოვანი ქუქი-ფაილები: ეს უკანასკელი გამოიყენება, ჩვენი ვებ-გვერდის მუშაობის სიმძლავრისა და კომფორტის უზრუნველსაყოფად ან თუნდაც თქვენგან დაყენებული პარამეტრების შესანახად. ტექნიკურად ნაკლებად მნიშვნელოვან ქუქი-ფაილები ვიყენებთ ასევე ჩვენი-ვებ-გვერდის გარკვეული სფეროების გამოყენების სიხშირის დასადგენად. ამ სახით ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა, უფრო მომხმარებელზე ორიენტირებული გავხადოთ ჩვენი ვებ-გვერდი. ჩვენ არ ვინახავთ ტექნიკურად ნაკლებად მნიშვნელოვან ქუქი-ფაილებს, სანამ თქვენ არ მონიშნავთ/დააჭერთ შესაბამის ნიშანს და ამით არ დაადასტურებთ, რომ ჩვენი მითითება ქუქი-ფაილები შესახებ აღიქვით და შემდეგ გააგრძელებთ ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენებას. ქუქი-ფაილები მიერ მოპოვებულ მონაცემებს ჩვენ ვამუშავებთ DS-GVO-ს, მონაცემთა დაცვის შესახებ ევროკავშირის ძირითადი დადგენილების ( მუხლი 6, აბზაცი 1, პუნქტი a) თანახმად.

შენახვის ვადა

სესიის ქუქი-ფაილები : ქუქი-ფაილების უმეტესობა აქტიურია მხოლოდ იმ დროს, როდესაც მომხმარებლები სარგებლობენ ვებ-გვერდით,. როგორგ კი თქვენ დატოვებთ ჩვენს ვებ-გვერდს ან გავა თქვენი სესიის დრო ისინი იშლება, შესაბამისად კარგავენ მოქმედების ძალას ( ე.წ. „Session Cookies“). მსგავსი ქუქი-ფაილები ძირითადად გამოიყენება იმისათვის, რომ თქვენი ვებ-გვერდის მონახულების პერიოდში, შენარჩუნებულ იქნას გარკვეული ინფორმაციები.

მუდმივი ქუქი-ფაილები : გარკვეულ შემთხვევებში ქუქი-ფაილები დიდი ხნის ვადით ინახება, რათა მოგვიანებით თქვენს მიერ ვებ-გვერდის განმეორებითი მონახულების შემთხვევაში ადვილად მოხდეს ამოცნობა და დამახსოვრებული პარამეტრების გამოძახება. ამ გზით თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ, უფრო სწრაფად და მოხერხებულად დაუკავშირდეთ ჩვენს ვებ-გვერდს და გარკვეული პარამეტრები, როგორიცაა მაგალითად ენა, თავიდან არ დააყენოთ. მუდმივი ქუქი-ფაილები წინასწარ განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ ავტომატურად იშლება, თუკი თქვენ ის გვერდი ან დომეინი გახსენით, რომლისგანაც დაისვა ქუქი-ფაილი.

ქუქი-ფაილების მომწოდებელი


მესამე მომწოდებლის ქუქი-ფაილები : ე.წ. მესამე მომწოდებლის ქუქი-ფაილების გამოყენება ხდება სხვა ვებ-გვერდების, მაგალითად ვებ-ანალიტიკური პროგრამების მიერ. დამატებით ინფორმაციას ვებ-ანალიტიკური პროგრამების და მათი გავრცელების არეალის შესახებ მიიღებთ ხსენებული პოლისის მიმდინარეობისას. მესამე მომწოდებელს ასევე შეუძლია ქუქი-ფაილების გამოყენება რეკლამის ჩვენების ან სოციალური ქსელის შინაარსის (მაგ.: სოციალური პლუგინის) ინტეგრირების მიზნით.

წაშლა და ქუქი-ფაილების გამოყენების მიმართ პროტესტი

ქუქი-ფაილების აღიარება ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენებისას სავალდებულო არაა. თუკი არ გსურთ რომ ქუქი-ფაილების შენახვა მოხდეს თქვენს მოწყობილობაში, შეგიძლიათ თქვენი ბროუზერის შესაბამისი ფუნქციის დახმარებით მოახდინოთ მათი დეაქტივაცია. ბროუზერში დამახსოვრებული ქუქი-ფაილების წაშლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. თუკი თქვენ არ ცნობთ კუკებს, ამან შესაძლოა ჩვენი შემოთავაზებების ფუნქციური შეზღუდვა გამოიწვიოს.

ცალკეულ შემთხვევებში, ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობისას, შესაძლოა დამახსოვრებულ იქნას შემდეგი ქუქი-ფაილები:

ქუქი-ფაილის სახელწოდება

ტექნიკური მნიშვნელობა

შენახვის ვადა

ქუქი-ფაილის მომწოდებელი

გამოყენების მიზანი/ინტერესი

PHPSESSID

დიახ

სესიის ქუქი-ფაილები
(
სესიის დასასრული )

DAAD

ხსენებული ქუქი-ფაილი მნიშვნელოვანია მომხმარებლის აუთენთიფიკაციისთვის სხვადასხვა მონაცემთა ბაზებთან და ასევე
Symfony-Forms (bspw. Kontaktformular) გამოყენებისას.

cookieconsent_dismissed

არა

მუდმივი ქუქი-ფაილები
(1 წელი )

Silktide

ეს ქუქი-ფაილი ხელს უშლის ქუქი-ფაილის გამოყენების შესახებ მითითების გამოჩენას ვებ-გვერდის ყოველი მონახულებისას.

ga-disable-UA-100127283-1

არა

მუდმივი ქუქი-ფაილები
(31 დეკემბერი 2099)

DAAD

ეს ქუქი-ფაილი აფერხებს ტრექინგს Google Analytics -ზე daad.de -ს შემთხვევაში

ga-disable-UA-107536349-5

არა

მუდმივი ქუქი-ფაილები
(31 დეკემბერი 2099)

DAAD

ეს ქუქი-ფაილი აფერხებს ტრექინგს Google Analytics -ზე პუბლიკაციების გამოწერის შემთხვევაში

hide_daad_layer

არა

მუდმივი ქუქი-ფაილები
(10 დღე )

DAAD

ეს ქუქი-ფაილი ხელს უშლის DAAD Layer -ის განმეორებით გამოჩენას. ეს უკანასკნელი ამ წუტას არ გამოიყენება, თუმცა გამოყენებულ იქნა მაგალითისთვის საწარმოს არდადეგებისთვის

_ga

არა

მუდმივი ქუქი-ფაილები
(2 წელი )

Google Inc.

ეს ქუქი-ფაილი გამოიყენება Google Analytics -ში მომხმარებლის გამორჩევისთვის

_gat_UA-100127283-1

არა

მუდმივი ქუქი-ფაილები
(1 წუთი )

Google Inc.

ეს ქუქი-ფაილი გამოიყენება Google Analytics -ში შეკითხვების შემცირებისმიზნით

_gid

არა

მუდმივი ქუქი-ფაილები
(24 სთ. )

Google Inc.

ეს ქუქი-ფაილი გამოიყენება Google Analytics -ში მომხმარებლის გამორჩევისთვის

 

6. პერსონალური მონაცემების მიმღები

შიდა მიმღები: DAAD შიდა სტრუქტურაში პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ პიროვნებებს, რომლებსაც ეს უკანასკნელი 3. პარაგრაფში მოცემული მიზნებისთვის ესაჭიროებათ.

გარე მიმღები : თქვენს პერსონალურ მონაცემებს, DAAD გარდა სხვა გარე მიმღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავცემთ, თუ ეს თქვენი შეკითხვის დამუშავებისა და სიცხადისთვის იქნება საჭირო, ან თუ არსებობს სხვა სახის სამართლებრივი დაშვება ან თქვენი თანხმობა ამის შესახებ.

მონაცემების გარე მიმღები შესაძლოა იყოს :

ა) სამუშაოს გადამამუშავებელი

გარე პროვაიდერი, რომელსაც ჩვენ სერვისის მისაღებად ვიყენებთ, მაგალითად ტექნიკური ინფრასტრუქტურის და ტექმომსახურების სფეროში, DAAD -ს შემოთავაზებისთვის ან შინაარსის მოწოდებისთვის. სამუშაოს გადამამუშავებლის შერჩევა ჩვენს მიერ საგანგებოდ ხდება და მისი გადამოწმებაც სისტემატურად მიმდინარეობს, რათა გარანტირებული ვიყოთ, რომ თქვენი პირადი სფერო დაცულია. პროვაიდერებს მონაცემების გამოყენება, მხოლოდ ჩვენს მიერ მითითებული მიზნებისთვის შეუძლიათ.

ბ) საჯარო სამსახურები

უწყებები ან სახელმწიფო ორგანიზაციები, როგორებიცაა მაგალითად პროკურატურა, სასამართლო ან ფინანსური ორგანიზაციები. ამ შემთხვევაში ჩვენ კანონის წინაშე იძულებულნი ვართ, რომ უნდა გადავცეთ მათ პირადი მონაცემები.

გ) კერძო უწყებები

პარტნიორული პროგრამების მონაწილეები ან დამხმარე პიროვნებები, რომელთაც მონაცემები თანხმობის სახით ან გადაუდებელი აუცილებლობის გამო გადაეცემათ.

7 . მონაცემთა გადამუშავება მესამე ქვეყანაში

თუკი მონაცემები გადაეცემა ისეთ უწყებას, რომლის ადგილსამყოფელი ან მონაცემთა გადამუშავების ადგილი არ იმყოფება ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ან ევროპის ეკონომიკური სივრცის რომელიმე სახელმწიფოში, მონაცემთა გადაცემამდე დგინდება, რომ მიმღები ერთი მხრივ მიეკუთვნება კანონით დადგენილ გამონაკლისს ან არსებობს შესაბამისი მონაცემთა დაცვის სტანდარი, შესაბამისად არსებობს თქვენი თანხმობა (მაგალითად: ევროპული კომისიის დადგენილება შესაბამისობის შესახებ, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მემორანდუმით განსაზღვრული მიმღების თვით-სერტიფიცირება, რაც ერთგვარ გარანტიას წარმოადგენს ან ევროკავშირის შეთანხმება ევროკავშირის სტანდარტული ხელშეკრულების მუხლების შესახებ მიმღებთან)

ჩვენთან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია მესამე ქვეყანაში არსებული მიმღებების შესახებ, ასევე იმ კონკრეტული რეგულაციების შესახებ, რომლებიც ადგენენ მონაცემტა დაცვის შესაბამის სტანდარტს. თუ შეიძლება ისარგებლეთ ამ შემთხვევაში პუნქტი 1 მითითებული ინფორმაციით.

8. მონაცემთა შენახვის ხანგრძლივობა

პერსონალური მონაცემების შენახვის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შესაბამის ქვეთავში მონაცემთა გადამუშავების შესახებ. გარდა ამისა არსებობს ზოგადი წესი: ჩვენ იმ ვადით ვინახავთ პერსონალური მონაცემებს, რა ვადითაც მათი გამოყენება მიზნის მისაღწევად არის საჭირო. თქვენი თანხმობის შემთხვევაში კი მანამ, სანამ უკან არ გამოითხოვთ თქვენს დასტურს. თქვენი პროტესტის შმთხვევაში, ჩვენ წავშლით თქვენს პერსონალურ მონაცემებს, თუმცა მათი შემდგომი გადამუშავება ნებადართულია კანონის ნორმების მიხედვით. თქვენი სურვილის შემთხვევაში თქვენს პირად მონაცემებს მაინც წავშლით, მიუხედავად იმისა, რომ კანონის წინაშე შესაძლოა სხვა პასუხისმგებლობა გვეკისრებოდეს.

9. დაზარალებულთა უფლებები

მონაცემთა დამუშავების თვალსაზრისით დაზარალებულ პიროვნება ბევრი უფლებით არის აღჭურვილი. კონკრეტულად:

ინფორმაციის მიღების უფლება: თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია ჩვენს მიერ თქვენი პიროვნების შესახებ ამოღებული მონაცემების შესახებ.

შესწორებისა და წაშლის უფლება : თქვენ უფლება გაქვთ მოიტხოვოთ ჩვენგან მცდარი მონაცემების ჩასწორება, ან თუ ამის კანონიერი წინაპირობა არსებობს, მონაცემთა სრული წაშლა.

მონაცემთა დამუშავების შეზღუდვა : თუ ამის კანონიერი წინაპირობა არსებობს, თქვენ შეგიძლიათ ჩვენგან მოითხოვოთ მონაცემების დამუშავების შეზღუდვა.

მონაცემთა გადაცემა : თუკი თქვენ ხელშეკრულების ან თანხმობის საფუძველზე უკვე მოგვაწოდეთ მონაცემები, კანონიერი წინაპირობის არსებობის შემთხვევაში, თქვენს მიერ გადმოგზავნილი მონაცემბის მიღება შეგეძლებათ სტრუქტურირებული, მისაწვდომი და მანქანური წესით წაკითხვად ფორმატში მოგაწოდოთ ან გადავცეთ ეს მონაცემები სხვა პასუხისმგებელს.

მონაცემთა გადამუშავების გაპროტესტება სამართლებრივ საფუძველზე კანონიერი ინტერესი “ / DSGVO , მუხლი 6, აბზაცი 6, პუნქტი f) :

თქვენ უფლება გაქვთ, მიზეზების გამო, რომლებიც განსაკუთრებული მდგომარეობითაა განპირობებული, წახვიდეთ მონაცემტა გადამუსავების წინააღმდეგ. სამართლებრივად ეს იდენტიფიცირდება, როგორც „სამართლიანი ინტერესი“. როგორც კი თქვენ გამოიყენებთ გაპროტესტების უფლებას, ჩვენ შევაჩერებთ თქვენი მონაცემების გადამუშავებას. თუმცა კანონის თანახმად, ჩვენ შეგვიძლია გადაუდებელი მიზეზების დასახელება და ამით მონაცემთა შემდგომი გადამუშავების აუცილებლოს დასაბუთება, რაც გადაწონის თქვენს უფლებებს.

თქვენი უფლებების გამოყენებისთვის ისარგებლეთ პარაგრაფ 1-ში მითითებული საკონტაქტო მონაცემებით.


პროტესტი ქუქი-ფაილების გამოყენების წინააღმდეგ
: თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გამოთქვათ უკმაყოფილება ქუქი-ფაილების გამოყენების გამო. დეტალებს ამ საკითხის ირგვლივ შეგიძლიათ გაეცნოთ პარაგარაფ 5-ში/ინფორმაცია ქუქი-ფაილების შესახებ


თანხმობის უკან გამოთხოვა
: თუკი თქვენგან მივიღებთ თანხმობას პირადი მონაცემების გადამუშავების შესახებ, თანხმობის უკან გამოთხოვა შეგეძლებათ ნებისმიერ დროს. თანხმობის უკან გამოთხოვამდე თქვენი მონაცემბის გადამუშავების უფლება უცვლელი რჩება.


ჩივილის უფლება სამეთვალყურეო უწყების მიმართ
: თუკი ფიქრობთ, რომ თქვენი პირადი მონაცემების დამუშავება არსებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინების გარეშე ხდება, საჩივრით შეგიძლიათ მიმართოთ პასუხისმგებელ სამეთვალყურეო უწყებას. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ იმ სამეთვალყურეო უწყებას, რომელსაც საცხოვრებელი მისამართის ტანახმად ეკუთვნით ან ჩვენზე პასუხისმგებელ სამეთვალყურეო ორგანიზაციას.


კონტაქტი
: შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კითხვების შემთხვევაში პირადი მონაცემების გადამუშავების შესახებ, ასევე დაზარალებულის უფლებებისა და თანხმობის გაცემის შესახებ. ზემოთჩამოთვლილი უფლებებით სარგებლობისათვის მიმართეთ datenschutz@daad.de ან გამოაგზავნეთ ფოსტა პარაგრაფ 1-ში მითითებულ მისამართზე. თუ შეიძლება დარწმუნდით, რომ ჩვენ ხელგვეწიფება თქვენი პიროვნების ერთმნიშვნელოვანი იდენტიფიცირება.


მონაცემთა დაცვის შესახებ პასუხისმგებელი პირი

მონაცემთა დაცვის შესახებ პასუხისმგებელი პირის მონაცემები :
დოქტ
. გრეგორ შეჟა ( Gregor Scheja )
Scheja und Partner Rechtsanwälte mbB
ადენაუერის ხეივანი 136
53113
ბონი

ტელ.: +49 228 227226-0
ფაქსი: +49 228 227226-26

www.scheja-partner.de


კონტაქტი : https://www.scheja-partner.de/kontakt/kontakt.html

მოქმედებს მონაცემთა დაცვის შესახებ განცხადების ყველაზე აქტუალური ვერსია. 25.05.2018


კონტაქტი   იმპრესუმი   © DAAD
 




საინფორმაციო ფურცელი
    
გამოცემა 3
ნოემბერი 2018

ქართული ვერსია
გერმანული ვერსია


Ausschreibung

International WHZ-Zwickau
and DAAD/BMZ Alumni Seminar 2019



გერმანული უნივერსიტეტების განცხადებები


Studying at Technische Universität Ilmenau







Bayreuth International Summer School






MBA and International Master’s Programmes



The Frankfurt Summer School 2019

05.- 30.August

Application deadline: 31 March 2019

 

Kick-start your career at Germany’s
most innovative university












Study and live at Europe’s first Zero Emission University and acquire excellent key qualifications to master the challenges of our time!





Study Physics, Mathematics, Meteorology or Nanotechnology in Hannover!




Find your MBA, Master or
Double Degree at the International Graduate Center in Bremen, one of the oldest publicly funded graduate schools in Germany.






MBA Internationale Betriebswirtschaftslehre -
International Business Management
Master of Business Administration (MBA/Certificate)



















Carl Benz School of Engineering - Mechanical Engineering College
of the Karlsruhe Institute of Technology




  
Der direkte Zugang zur Universitätsausbildung in Deutschland!




www.phd.germany.de


სწავლა გერმანიაში ყველაფერი გერმანიაში სწავლის შესახებ








ექსპლორერის საშუალებით შეგიძლიათ მოიძიოთ გერმანიის კვლევითი ინსტიტუტები და ორგანიზაციები, რომლებიც ზუსტად შეესაბამებიან თქვენს სამეცნიერო საქმიანობის ან სადისერტაციო ნაშრომის თემას.