სწავლა გერმანიაში
იცოდით, რომ კონსტანტინე გამსახურდიამ და ივანე ჯავახიშვილმა განათლება გერმანიაში მიიღეს?

დღესდღეობით გერმანიის უნივერსიტეტებში დაახლოებით 3.300 ქართველი ახალგაზრდა სწავლობს. მათი უმეტესობა განათლების მიღების შემდეგ სამშობლოში ბრუნდება, სახელმწიფო სამსახურში, უნივერსიტეტებსა და საწარმოებში აგრძელებს საქმიანობას და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში. მათი მოღვაწეობა ხშირად სამუდამოდ უკავშირდება გერმანიას და შემდგომში ისინი ახერხებენ კიდევ უფრო მჭიდრო და მეგობრული გახადონ საქართველო-გერმანიის ურთიერთობები.


ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი

აქ სწავლობდნენ ივანე ჯავახიშვილი
(1901/1902 წწ-ში) და კონსტანტინე გამსახურდია (1916-1919 წწ-ში )

გერმანია, როგორც საუნივერსიტეტო ქვეყანა, უცხოელი სტუმრებისთვის, იქნება ეს დამწყები სტუდენტი თუ მეცნიერი, მრავალმხრივად საინტერესოა:

  • უნივერსიტეტების მაღალიაკადემიური დონე
  • გერმანული საინჟინრო განათლების აღიარებული ხარისხი
  • სწავლების საერთაშორისო სტანდარტები: საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ინგლისურ ენაზე.
  • უფასო სწავლება ან სწავლის დაბალი საფასური, სხვა ევრო გაერიანების წევრი ქვეყნებისგან შედარებით იაფი ცხოვრების პირობები. 

www.daad.de/deutschland/

 გერმანული უნივერსიტეტების მრავალფეროვნებაში ტრადიცია და თანამედროვეობა ერთმანეთს ერწყმის. უნივერსიტეტების რიცხვი 300 აღემატება. მათ შორისაა ძველი უნივერსიტეტები კლასიკური სპეციალობების ფართო სპექტრით და ამავე დროს მრავალი, შედარებით მცირე ზომის უნივერსიტეტი თანამედროვე და პრაქტიკაზე ორიენტირებული სპეციალობებით. გერმანიაში სწავლის მსურველებს, 12.000 სპეციალობასა და საგანს შორის შეუძლიათ გააკეთონ არჩევანი.

www. hochschulkompass.de

გერმანიაში დაახლოებით 400 საბაკალავრო და სამაგისტრო ინგლისურენოვანი პროგრამაა, რომლებიც სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს. ე.წ. „International Degree Programmes"-ები მაღალი აკადემიური დონითა და სტრუქტურირებული სასწავლო პროგრამებით გამოირჩევა . უნივერსიტეტი ინგლისურენოვან სტუდენტებს სწავლის პარალელურად სთავაზობს გერმანული ენის შესწავლას და ინტენსიურ კონსულტაციებსა.

www.daad.de/idp

აქვე შეგიძლიათ იხილოთ დამატებითი ინფორმაცია საუნივერსიტეტო სისტემის , უნივერსიტეტში ჩაბარებისა და სწავლისათვის აუცილებელი საკითხების შესახებ. 

კონტაქტი   იმპრესუმი   © DAAD
 



Anzeigen deutscher Hochschulen


Stipendienprogramm der Studienstiftung des Abgeordnetenhauses 2018-2019

Bewerbungsschluss: 15.12.2017


 




Der direkte Zugang zur Universitätsausbildung in Deutschland!







www.phd.germany.de






სწავლა გერმანიაში ყველაფერი გერმანიაში სწავლის შესახებ
















ექსპლორერის საშუალებით შეგიძლიათ მოიძიოთ გერმანიის კვლევითი ინსტიტუტები და ორგანიზაციები, რომლებიც ზუსტად შეესაბამებიან თქვენს სამეცნიერო საქმიანობის ან სადისერტაციო ნაშრომის თემას.