კვლევა გერმანიაში

ვლევა გერმანიაში

ინფორმაცია კვლევის ძირითადი მიმართულებებისა და
კვლევითი ცენტრების შესახებ

მოცემული გვერდის საშუალებით შეგიძლიათ გაეცნოთ გერმანიაში არსებულ კვლევის შესაძლებლობებს და მიიღოთ ინფორმაცია კველევითი ორგანიზაციების შესახებ.

დამატებით ინფორმაციას ზემოთ მოცემული საზოგადეოებების და ინსტიტუტების შეახებ გთავაზობთ ბონში DAAD-ს სათაო ოფისის პორტალი: Research in Germany .


გერმანიის კვლევის საზოგადოება (DFG)


 გერმანიის კვლევის საზოგადოება (www.dfg.de) თვითმართველობის პრინციპზე დაფუძნებული მთავარი სამეცნიერო ორგანიზაციაა, რომელიც გერმანიაში უმაღლეს სასწავლებლებსა და სახელმწიფო კვლევით ინსტიტუტებში კვლევას აფინანსებს. მისი წვლილი მეცნიერებაში საკმაოდ დიდია, რაც უპირველეს ყოვლისა მეცნიერების ყველა სფეროში კვლევით პროექტებისა და მეცნიერთა ორმხრივი კვლევის დაფინანსებით გამოიხატება.



ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის ფონდი (AvH)

 ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის ფონდი (www.humboldt-foundation.de) გახლავთ არაკომერციული, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ დაფუძნებული ფონდი, რომელიც საერთაშორისო კვლევებს აფინანსებს. ის საშუალებას მაღალი კვალიფიკაციის მქონე უცხოელ მეცნიერებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩაატარონ კვლევა გერმანიაში და შემდეგ კი უკვე ხელს უწყობს კვლევის პერიოდში ჩამოყალიბებული ახალი სამეცნიერო და კულტურული კონტაქტების გაღრმავებას.



მაქს-პლანკის საზოგადოება (MPG) - ფუნდამენტური კვლევა

 მაქს-პლანკის საზოგადოება (www.mpg.de) წარმოადგენს არაკომერციულ დამოუკიდებელ კვლევით ორგანიზაციას, რომელიც მეცნიერებას აფინანსებს. მის ინსტიტუტებში მიმდინარეობს ფუნდამენტური კვლევები საბუნებისმეტყველო, ბიო- ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების კუთხით. 78 ინსტიტუტში, კვლევით დაწესებულებას, ლაბორატორიასა და სამუშაო ჯგუფში 12.000 თანამშრომელი მუშაობს, რომელთაგან დაახლოებით 4.100 მეცნიერია. მას ემატება ყოველწლიურად 10.000 დოქტორანტი, დოქტორანტურადამთავრებული, მაძიებელი და პრაქტიკანტი. მათი დაახლოებით 50% უცხოელია.



გერმანიის კვევითი ცენტრების ჰელმჰოლცის გაერთიანება (HGF) - წინასწარი კვლევა

 ჰელმჰოლცის გაერთიანება თავისი ბიუჯეტითა და 15 კვლევითი ცენტრით გერმანიაში ყველაზე დიდი სამეცნიერო ორგანიზაციაა. 24 000 თანამშრომელი, რომელიც ჰელმჰოლცის გაერთიანებაშია დასაქმებული, დიდი მიღწევებით ამაყობს მეცნიერების ექვს დარგში: ენერგეტიკა, ნიადაგი და გარესამყარო, ჯანდაცვა, ძირითადი ტექნოლოგიები, მატერიის სტრუქტურა, საკუმუნიკაციო საშუალებები და კოსმოსი. ჰელმჰოლცის გაერთიანება რეაგირებს და იკვლევს საზოგადოებისთვის, მეცნიერებისა და ეკონომიკისთვის მნიშველოვან და გადაუდებელ საკითხებს.



ფრაუნჰოფის საზოგადოება (FhG) - გამოყენებითი კვლევა

 ფრაუნჰოფის საზოგადოება (www.fraunhofer.de) გერმანიაში გამოყენებითი კვლევის თვალსაზრისით წამყვანი ორგანიზაციააა. 58 კვლევით დაწესებულებაში 12.500 თანამშრომელია დასაქმებული. ისინი ძირითადად მეცნიერები და ინჟინრები არიან.
საერთაშორისო პროექტები კი წარმომადგენლობების დახმარებით ხორციელდება, რომლებიც ამერიკაში, აზიასა და რუსეთშია განლაგებული.



ლაიბნიცის გაერთიანება (WGL) - ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევა

 გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცის სახელის მატარებელი სამეცნიერო გაერთიანება (www.wgl.de) 84 დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტისაგან შედგება, რომელიც 5 სექტორადაა დაყოფილი. ლაიბნიცის ინსტიტუტების კველევის სპექტრი შემეცნებითი სახის ფუნდამენტური კვლევებიდან იწყება და გამოყენებითი კვლევით მთავრდება. სწორედ ამ სფეროშია დასაქმებული უაღრესად მნიშვნელოვანი და დიდი ინოვაციური პოტენციალის მქონე სამეცნიერო ბირთვი, რომელიც 12.500 თანამშრომლისაგან შედგება.



მეცნიერებათა აკადემია

 გერმანიის სამეცნიერო აკადემიათა გაერთიანებში (www.akademienunion.de) შედის გერმანიის შვიდი მეცნიერებათა აკადემია. ეს უკანასკნელი წარმოადგენს სამეცნიერო ფორუმს, რომელიც მეცნიერების განვითარებაზე ზრუნავს. განსაკუთრებით დიდი ყურადღება ეთმობა კვლევის მეთოდების განვითარებას ინტერდისციპლინარული თანამშრომლობის გზით. ამავე დროს აკადემია წარმოადგენს ერთგვარ დამაკავშირებელ რგოლს საზოგადოებასა და მეცნიერებას შორის, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია საერთაშორისო სამეცნიერო კვლევების შესახებ. სამეცნიერო აკადემიის ძირითადი ბიუჯეტი მხოლოდ რეგიონებისაგნ ფინანსდება.

  • აკადემიის პროგრამა გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კვლევის პროგრამა და მიზნად ისახავს კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენას, დაცვასა და რეპრეზენტაციას. დაწვრილებითი ინფორმაცია



სხვა ლინქები თემაზე: კვლევა გერმანიაში

  • DAAD-ს ბონის სათაო ოფისის პორტალი Study and research in Germany - სწავლა და კვლევა გერმანიაში, გთავაზობთ ყოვლისმომცველ ინფორმაციას გერმანიაში კვლევისა და ახალი მიღწევების შესახებ.
  • Forschungsportal.Net - ხსენებული პორტალი გთავაზობთ ზოგად მიმოხილვას გერმანიაში არსებული სამეცნიერო და კვლევითი ორგანიზაციების, ასევე დაფინასების გზების შესახებ.
  • The Researcher's Mobility Portal Germany -  ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის ფონდთან არსებული მობილობის ცენტრი წარმოადგენს ევროკავშირის პროექტის „მობილობის ცენტრების ქსელი"-ს (ERAMORE) ნაწილს და მიზნად ისახავს იმ მეცნიერების ინფორმირებასა და კონსულტაციას, რომლებიც გერმანიაში კვლევის მიზნით აპირებენ ჩასვლას. მობილობის ცენტრი ზოგად ინფორმაციას იძლევა სხვადასხვა თემების შესახებ, სთავაზობს რა დაინტერესებულ პირებს ინტერნეტ პორტალსა და დამხმარე საძიებო გვერდს. მისი საშუალებით მკვლევარს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეუძლია დაუკავშირდეს მობილობის ცენტრებს.
  • International Cooperation - პორტალი სახელწოდებით საერთაშორისო კოოპერაცია წარმოადგენს გზამკვლევს მათთვის, ვინც განათლებისა და კვლევის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობითაა დაინტერესებული, ასევე საკომუნიკაციო პლატფორმას ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ კოოპერაციისა და თანამშრომლობისათვის. აქ თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია საკონტაქტო პირების შესახებ, რომლებიც კონსულტაციას გაგიწევენ კვლევისა და განათლების სფეროში ორმხრივი თუ მრავალმხრივი პარტნიორული პროგრამების შესახებ.
  • გერმანიის, როგორც სამეცნიერო კერის ერთ-ერთი მახასიათებელია კვლევისა და მეცნიერების დაფინანსება ფონდებისა და სასტიპენდიო პროგრამების გზით. პორტალი შტიფტუნგსინდეხ გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას ინტერნეტში განთავსებული იმ ინფორმაციისა, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ფონდების საქმიანობას კვლევისა და სწავლის სფეროში. www.stiftungsindex.de
  • მონაცემთა ბაზები სამეცნიერო და კვლევითი სტაჟირებისათვის.

  • Berliner Wissenschaftsatlas - ბერლინის სამეცნიერო ატლასი - მიმოიხილავს გერმანიის კვლევითი ინსტიტუტებისა და უმაღლესი სასწავლებლების პროფილსა და კომპეტენციის სფეროებს.



სიახლეები კვლევის სფეროში

  • საინფორმაციო ხასიათის პორტალი სახელწოდებით Kompetenznetze/network for innovation -კომპეტენციის ქსელი წარმოგიდგენთ ყველაზე წარმატებულ კოოპერაციულ გაერთიანებებს გერმანიაში და ინფორმაციას გაწვდით 18 სფეროს სიახლეების შესახებ. ამ სახით ის მნიშნელოვან საძოებო წყაროს და იმავდროულად საკომუნიკაციო საშუალებას წარმოადგენს ინფორმაციითა და პარტნიორობით დაინტერესებულთათვის როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ.
  •  პორტალი Innovation report - ინოვაციათების შესახებ - იუწყება 17 სამეცნიერო სფეროს კვლევითი მიღწევების შესახებ და იმავდროულად გთავაზობთ ინფორმაციას ვაკანსიების, კონკურსებისა და გამოფენების შესახებ.



ცენტრალური აზია / კავკასია მეცნიერების ფოკუსში

ამ ინიციატივით Volkswagen- ის ფონდს ურდა ახალი ბიძგი მიეცა ამ სფეროში მიმდინარე კვლევებისათვის, ხოლო მეორეს მხრივ კი მეცნიერებისთვის ადგილზევე შეექმნა ინტენსიური თანამშრომლობისათვის ხელსაყრელი პირობები. პროექტი მოიცავს საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად დამოუკიდებლობა მოპოვებულ სახელმწიფოებს ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში, ასევე რუსეთის ფედერაციის უშუალოდ მოსაზღვრე რეგიონებს და ავღანეთს. პროექტის ფარგლებში მოიაზრებიან როგორც საბუნებისმეტყველო და საინჟინრო, ასევე ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი მეცნიერებების მკვლევარები. დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

 ფოლკსვაგენის ფონდი გახლავთ კერძო სამართლის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც უდიდესი ფონდია გერმანიაში და რომლის წარმომადგენლობაც ქალაქ ჰანოვერშია განთავსებული. მისი მიზანია დააფინანსოს მეცნიერება და ტექნიკა, როგორც კვლევის ასევე სწავლის პერიოდში. ფონდი შესაძლებელს ხდის კვლევების წარმოებას სამომავლოდ მნიშვნელოვან სფეროებში და ეხმარება სამეცნიერო ორგანიზაციებს მათი მუშაობისათვის საჭირო პირობების გაუმჯობესებაში. ფონდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ახალგაზრდა მეცნიერებს. ის დაფინანსებას გასცემს ყველა სამეცნიერო სფეროსთვის: დაწყებული ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი მეცნიერებებიდან, დამთავრებული საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და მედიცინის დარგებით.

კონტაქტი   იმპრესუმი   © DAAD
 





Graduate Study in Computational Engineering Science: An International Program for Cutting-Edge Research.

Admission

academics

Ausschreibung :
Fachkurs "Europa und Georgien"
23.-26. April 2014


„Hochschuldidaktik „Lesen und Lerntechniken - Schreibberatung“
  19 - 22.03.2014



ყოველ შაბათს
DAAD პირველი რადიოს ეთერშია
FM 102,4 / 15.00 სთ.



ინგლისურენოვანი პროგრამები გერმანიაში

International Programmes in Germany 2013


 
საზაფხულო ენის კურსები გერმანიის უნივერსიტეტებში


გერმანიის უნივერსიტეტები და მათ მიერ შემოთავაზებული სპეციალობები


DAAD თბილისის საინფორმაციო ცენტრი დღეიდან
(5.12.2011) Facebook-ის აქტიური წევრია




Overcome the language barrier: your Academic German Semester at the University of Passau!

30 degree courses
More information  



სიახლე მათთვის, ვისაც გერმანიაში
საბაკალავრო (BA)საფეხურის გავლა სურს



www.phd.germany.de

ცენტრალური აზია/კავკასია მეცნიერების ფოკუსში


სწავლა გერმანიაში ყველაფერი გერმანიაში სწავლის შესახებ




საუნივერსიტეტო რეიტინგი დაგეხმარებათ სასურველი უნივერსიტეტის სწორად შერჩევაში













ექსპლორერის საშუალებით შეგიძლიათ მოიძიოთ გერმანიის კვლევითი ინსტიტუტები და ორგანიზაციები, რომლებიც ზუსტად შეესაბამებიან თქვენს სამეცნიერო საქმიანობის ან სადისერტაციო ნაშრომის თემას.



ექსპლორერის საშუალებით შეგიძლიათ მოიძიოთ გერმანიის კვლევითი ინსტიტუტები და ორგანიზაციები, რომლებიც ზუსტად შეესაბამებიან თქვენს სამეცნიერო საქმიანობის ან სადისერტაციო ნაშრომის თემას.