ცხოვრება გერმანიაში

ინფორმაცია და რჩევები გერმანიაში ცხოვრების შესახებ

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საინტერესო იქნება მათთვის ვინც უკვე გადაწყვიტა გერმანიაში სწავლის გაგრძელება და ამ ქვეყნის შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მოპოვება სურს.

გერმანიის მოსახლეობის რიცხვი 82,6 შეადგენს და ამით გერმანია ევროპის დანარჩენ ქვეყნებს აღემატება. გერმანიის გაერთიანების შემდეგ, 1990 წლიდან მოყოლებული ბერლინი (მაცხოვრებელთა რიცხვი 3,4 მილ) გერმანიის ფედერაციული რესპუბლკის დედაქალაქია, რომელიც ყოველდღიურად განიცდის არქიტექტონულ, ეკონომიკურ და კულტურულ სახეცვლილებებს. მოცემული ინტერნეტ მისამართების საშუალებით შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ დაწვრილებითი ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო კითხვებზე და საგულდაგულოთ დაგეგმოთ თქვენი მომავალი ვიზიტი გერმანიაში.

ცხოვრება გერმანიაში - რამდენიმე პრაქტიკული რჩევა

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება გერმანიაში ჩასვლისთანავე? თქვენს მიერ პირველ ეტაპზე მოსაგვარებელი საკითხების ნუსხა შემდეგნაირად გამოიყურება:

ზოგადი ინფორმაცია გერმანიაში ცხოვრების შესახებ

 

DAAD-გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური

 DAAD-ს ვებგვერდზე შეგიძლიათ მიიღოთ საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია გერმანიაში ცხოვრების შესახებ.       ინფორმაცია შესაძლოა ეხებოდეს ბინის მოძიებას, დაზღვევას ან სულაც სატრანსპორტო საშუალებებს. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ სწრაფად გაერკვეთ ახალ კულტურაში.
www.daad.de/deutschland/deutschland/leben-in-deutschland/04701.de.html

 

სტუდენტთა თანადგომის სამსახური

 უკვე 80 წელზე მეტია გერმანიის სტუდენტთა თანადგომის სამსახური (Deutsches Studentenwerk) და მათი ცენტრალური წარმომადგენლობა, წარმატებით ახორციელებენ სტუდენტთა დახმარების სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სადაზღვევო პროგრამებს. ორგანიზაციაში ასევე შეგიძლიათ ინფორმაცია მიიღოთ გერმანიაში ბინის ან დაფინანსების მოძიების შესახებ.

www.internationale-studierende.de
www.studentenwerke

 

ფაქტები გერმანიის შესახებ

 "Tatsachen über Deutschland" - ეს გახლავთ სამაგიდო წიგნი მათთვის, ვინც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, მისი ამჟამინდელი ყოფისა და ისტორიის შესახებ აქტუალურ და საიმედო ინფორმაციას ეძებს.
www.tatsachen-ueber-deutschland.de/de

 

ცნობარი სახელწოდებით - HANDBUCH-DEUTSCHLAND.DE

 ცნობარი სახელწოდებით „გერმანია" განკუთვნილია ემიგრანტებისათვის, რომლებიც გერმანიაში ხანგრძლივი დროით აპირებენ დარჩენას და შესაბამისად დაინტერესებულნი არიან გერმანიის შესახებ ვრცელი ინფორმაციის მოძიებით. ცნობარი პირველად და ზოგად ინფორმაციას იძლევა ქვეყნისა და კულტურის, მისი პოლიტიკის, სამართლებრივი მოწყობის, ასევე სამუშაო და სოციალური პირობების, ასევე სხვა მრავალ საყოფაცხოვრებო საკითხის ირგვლივ. ეს ყველაფერი კი 6 ენაზე. www.handbuch-deutschland.de

 

DEUTSCHLAND.DE - პორტალი გერმანიის შესახებ

 გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ოფიციალური და დამოუკიდებელი გვერდი ინტერნეტში. გვერდი გთავაზობთ საკმაოდ ვრცელ ინფორმაციას გერმანიაში განათლების, ჯანდაცვის სისტემის, კულტურის, მედიის, სპორტის, სახემწიფო წყობის, ტურიზმის, ეკონომიკისა და მეცნიერების შესახებ. www.deutschland.de

 

DAAD-ს ლინქების ჩამონათვალი თემაზე - ცხოვრება და სწავლა გერმანიაში

DAAD-ს ლინქების ჩამონათვალი და ხშირად დასმული შეკითხვები

ხსენებულ გვერდზე განთავსებულია მრავალი საინტერესო ინტერნეტ ლინქი გერმანიაში სწავლისა და ცხოვრების შესახებ. ინფორმაცია მოიცავს ზოგად მითითებებს, დაწყებული ბინის მოძიებიდან დამთავრებული კულტურული აქტივობით. www.germany-opportunities.de

პორტალის "DEUTSCHLAND.DE"-სა და გოეთეს ინსტიტუტის ლინქები

ქვემოთმოცემული ლინქები შედგენილია პორტალის DEUTSCHLAND.DE (ექვს ენაზე) -სა და გოეთეს ინსტიტუტის მიერ (გერმანულ და ინგლისურ ენებზე).

www.deutschland.de/
www.goethe.de/lks/deindex.htm


ცხოვრება გერმანიაში
რამდენიმე სასარგებლო რჩევა დასაწყისისათვის

ბინა

ჯერ კიდევ საქართველოდანვე შეეცადეთ გაარკვიოთ გერმანიაში ბინის საკითხი. ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია ისარგებლოთ გერმანიის სტუდენტთა თანადგომის სამსახურის (Deutsches Studentenwerk) სერვისით, რომლის ღირებულებაც თვეში 300 ევროს შეადგენს. სამაგიეროდ გერმანიაში ჩასვლიდან 6 თვის განმავლობაში თქვენს განკარგულებაშია საცხოვრებელი ოთახი. მომსახურება ასევე გულისხმობს უნივერსიტეტის სასადილოთი სარგებლობას, სოციალური გადასახადის დაფარვას და ხშირ შემთხვევაში სემესტრული სამგზავრო ბილეთის საფასურს.

საზღვარგარეთის განყოფილება

საზღვარგარეთის განყოფილებაში გერმანიაში ჩასვლიდან საკმაოდ მალე უნდა გამოცხადდეთ. ეს ვიზიტი შესაძლებელია მრავალი კუთხით აღმოჩნდეს სასარგებლო. ხოლო თუ თქვენ საქართველოდან ჯერ არ დაგიჯაშნიათ საცხოვრებელი ბინა, ოთახის ძიება უკვე საზღვარგარეთის განყოფილების დახმარებით მოგიწევთ. აქვე შეიტყობთ ყველაფერს შესავალი კვირის, ენის კურსის, დღესასწაულებისა და სხვა სტუდენტური ღონისძიებების შესახებ. საზღვარგარეთის განყოფილებაში ნახავთ საინფორმაციო ბროშურებს, ქალაქის გეგმასა და ავტობუსების განრიგს, ასევე სხვა თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას.

ბანკი

გერმანიაში ნებისმიერი სახის გადასახადის გადასახდელად, იქნება ეს სოციალური გადასახადი უნივერსიტეტში ჩარიცხვისათვის თუ დაზღვევის თანხა, გესაჭიროებათ საბანკო ანგარიში. ამიტომ თქვენი შემდეგი ნაბიჯი ბანკისაკენ უნდა იყოს მიმართული. ბევრი ბანკი სტუდენტებს უფასო მომსახურებას სთავაზობს.

დაზღვევა

უნივერსიტეტში ჩარიცხვისათვის სტუდენტებს მოეთხოვებათ დაზღვევის გაკეთება. თუ თქვენი სურვილია გერმანიაში დაეზღვიოთ, წარადგინეთ უნივერსიტეტში ჩარიცხვის მოწმობა და დაზღვევას სტუდენტური ტარიფის ფარგლებში გააკეთებთ. სტუდენტური ტარიფი კანონმდებლობისდა შესაბამისად ყველა უნივერსიტეტისათვის ერთი და იგივეა. შეღავათიანი და ხელსაყრელი სადაზღვევო პოლისის მისამართები შეგიძლიათ შეიტყოთ უნივერსიტეტის სტუდენტურ სამდივნოში.

მოქალაქეთა რეგისტრაციის სამსახური

გერმანიაში ჩასვლიდან პირველი ორი კვირის განმავლობაში აუცილებლად მიაკითხეთ მოქალაქეთა რეგისტრაციის სამსახურს (Einwohnermeldeamt, Bürgeramt, Meldebehörde). თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:

  • საზღვარგარეთის პასპორტი
  • თქვენი საცხოვრებელი მისამართი გერმანიაშ
  • დაფინანსების ცნობა (585 ევრო, საკმარისია წერილობითი ცნობა)

 

სტუდენტური სამდივნო

ზემოთჩამოთვლილი საბუთებითა და ცნობებით უკვე შეგიძლიათ გაემართოთ სტუდენტური სამდივნოსაკენ და დარეგისტრირდეთ. თან იქონიეთ ასევე უნივერსიტეტში ჩარიცხვის ფურცელი.

ზემოთ განხილული საკითხები გერმანიაში ჩასვლიდან პირველ ორ კვირაში უნდა მოაგვაროთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ მშვიდად გაეცნოთ უნივერსიტეტისა და ქალაქის ცხოვრებას და მთლიანად კონცენტრირდეთ სწავლაზე.


მუშაობა სწავლის პარალელურად


ქართველ სტუდენტებს მუშაობასთან დაკავშირებით შემდეგი შეზღუდვები ეხებათ: მათ უფლება აქვთ წლის განმავლობაში 90 დღე იმუშავონ სრული დატვირთვით ან 180 დღე ნახევარი დღის განმავლობაში. დამატებითი დროით მუშაობისათვის კი საჭიროა დასაქმების სააგენტოსა და საზღვარგარეთის განყოფილების დასტური. საქმიანობა, რომელიც უნივერსიტეტში ან მის ფარგლებში წარმოებს, დროით შეზღუდვებს არ ექვემდებარება, თუმცა ამის შესახებ უნდა ეცნობოს საზღვარგარეთის განყოფილებას.



კონტაქტი   იმპრესუმი   © DAAD
 



Anzeigen deutscher Hochschulen


Stipendienprogramm der Studienstiftung des Abgeordnetenhauses 2018-2019

Bewerbungsschluss: 15.12.2017


 




Der direkte Zugang zur Universitätsausbildung in Deutschland!







www.phd.germany.de






სწავლა გერმანიაში ყველაფერი გერმანიაში სწავლის შესახებ
















ექსპლორერის საშუალებით შეგიძლიათ მოიძიოთ გერმანიის კვლევითი ინსტიტუტები და ორგანიზაციები, რომლებიც ზუსტად შეესაბამებიან თქვენს სამეცნიერო საქმიანობის ან სადისერტაციო ნაშრომის თემას.