ყოფილი სტიპენდიატები


DAAD სტიპენდიის დასრულებასთან ერთად იწყება ახალი სახის ხანგრძლივი ურთიერთობა DAAD-სა და მის ყოფილ სტიპენდიანტებს შორის.

DAAD-ს საქმიანობა ყოფილ სტიპენდიანტებთან მიმართებაში შემდეგ ამოცანებს ისახავს მიზნად:

  • ხელი შეუწყოს მომავალი ურთიერთობების გაგრძელებას ერთის მხრივ ყოფილ სტიპენდიანტებს, ხოლო მეორეს მხრივ კი სტიპენდიატებსა და გერმანულ უნივერსიტეტებს, ასევე სტიპენდიეტებსა და DAAD-ს შორის.
  • მიიღოს ინფორმაცია სტიპენდიატის პროფესიული და კერძო კონტაქტების შესახებ გერმანიასთან.
  • ხელი შეუწყოს გაცვლით ურთიერთობებს სტიპენდიატის სამშობლოსა და მის მასპინძელ ქვეყანას შორის. ამით წვლილი შეიტანოს საუნივერსიტეტო სისტემის ინტერნაციონალურობაში.
  • გაუზიაროს სტიპენდიატის მიერ გერმანიაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება სტიპენდიატების მომავალ თაობას და გერმანიაში სწავლით დაინტერესებულ პირებს.
შესაძლებლობები ქართველი ალუმნებისთვის

ინდივიდუალური პროგრამები DAAD-ს ყოფილი სტიპენდიატებისათვის:

ჟურნალი ალუმნებისთვის "DAAD-LETTER"
დარგობრივი ლიტერატურის გამოწერა
განმეორებითი მოწვევა
ამას გარდა: მცირე ზომის ტექნიკა

DAAD ორ წელიწადში ერთხელ ორგანიზებას უკეთებს სემინარს ყოფილი სტიპენდიატებისათვის, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ სტიპენდიატები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სასომხეთიდან. მხარს უჭერს მცირე მასშტაბის სემინარებსა და კონფერენციებს, ასევე ალუმნი - გაერთიანებების მიერ ორგანიზირებულ ღონისძიებებს. საქართველოში ამგვარი ორგანიზაცია გახლავთ საქართველოს ყოფილ სტიპენდიანთა კავშირი (GVESD) .

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი შესაძლებლობის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიღოთ DAAD-ს ვებ-გვერდზე www.daad.de/alumni/ de ან მასზე განთავსებული საკონტაქტო მონაცემების საშუალებით.

DAAD-ს ყოფილი სტიპენდიატების ფორუმი

ალუმნი-ფორუმი ღიაა ყველა იმ სტიპენდიატისათვის, ლექტორისა და უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგისათვის, რომელთაც უკვე მიიღეს DAAD-ს სტიპენდია ან მომავალში აპირებენ მის მოპოვებას. ონლაინ-ფორუმის საშუალებით შეგიძლიათ იურთიერთოთ სხვა სტიპენდიატებთან, გაუზიაროთ წერთმანეტს გამოცდილება, გაცვალოთ ბინები, წაიკითხოთ სტიპენდიატების მოხსენებები ან უბრალოდ ჩაერთოთ პირდაპირ ხაზზე. ხსენებული სერვისის გამოყენებისათვის საჭიროა დარეგისტრირდეთ და იქონიოთ თქვენი საიდინტიფიკაციო ნომერი. საკონტაქტო ინფორმაცია: alumni-forum@daad.de

თუ შეიცვალეთ საცხოვრებელი ადგილი და გსურთ რომ შეგვატყობინოთ თქვენი ახალი მისამართი, შეგიძლიათ ფორუმში განათავსოთ მსგავსი სახის ინფორმაცია თქვენი პიროვნების შესახებ ან შეცვალოთ უკვე არსებული მონაცემები. ამ გზით DAAD-ს საშუალება უშუალოდ დაგიკავშირდეთ და მოგაწოდოთ აქტუალური ინფორმაცია.

DAAD-ს ყოფილი სტიპენდიატების პორტალი

DAAD-ს ყოფილი სტიპენდიეტები სასურველია დარეგისტრირდნენ პორტალში www.germany-alumni.org ეს მათ დაეხმარებათ სხვა სტიპენდიატებთან კონტაქტის შენარჩუნებაში, ასევე ინფორმაციის მოძიებაში გერმანიაში მეცნიერებისა და განათლების სფეროში არსებული სიახლეების შესახებ.გერმანიაში ყოფნის გამოცდილება საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელში ჩართვის კარგი საფუძველია. ყოველივე ეს აკადემიურ სფეროში კონტაქტების გაღვივებასა და მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში ყოფნას გულისხმობს. ქსელმა "World-class connections made in Germany" უნდა უზრუნველყოს მონაწილეთა შორის ფართომასშტაბიანი გაცვლა და ხელმისაწვდომი გახადოს ცოდნა, ამით ის ხელს შეუწყობს 21 საუკუნის მშვიდობიან განვითარებას.



ინდივიდუალური პროგრამები DAAD-ს ყოფილი სტიპენდიატებისათვის


ჟურნალი ალუმნებისათვის
"DAAD-LETTER"

ჟურნალი ყოფილი სტიპენდიატებისათვის "DAAD -Lეტტერ" გამოდის წელიწადში სამჯერ გერმანულ ენაზე. ჟურნალი ეძღვნება გერმანულ უნივერსიტეტებში, ასევე მეცნიერებასა და საგანმანათლებლო სისტემაში არსებულ სიახლეებსა და ტენდენციებს. დაწვრილებითაა მოთხრობილი DAAD-ს საქმიანობის შესახებ. თავიანთ გამოცდილებას გერმანიაში ცხოვრების შესახებ გვიზიარებენ DAAD-ს ყოფილი სტიპენდიატები. აქვე შეგიძლიათ იხილოთ მკითხველის წერილებიც.

"LETTER"-ი უფასოა ამჟამინდელი სტიპენდიატებისათვის, რომლებიც ერთი წლის ვადით იმყოფებიან გერმანიაში და DAAD-ს ყოფილი სტიპენდიატებისათვის. ფორუმში შეგიძლიათ უფასოდ გამოიწეროთ ჟურნალი.

დარგობრივი ლიტერატურის გამოწერა

ყველა სპეციალობის ყოფილ სტიპენდიატს (ასევე გერმანისტებს, რომლებიც ხუთთვიანი სტიპენდიით იმყოფებოდნენ გერმანიაში), გარადამავალ ეტაპზე მყოფი, ასევე აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებიდან, შესაძლებლობა ეძლევათ წელიწადში ერთხელ გამოიწერონ დარგობრივი ლიტერატურა (წიგნები, გაზეთები და სტატიები) გერმანული გამომცემლობებიდან და გამოიყენონ ის სამეცნიერო სამუშაოსათვის (200 ევროს ღირებულების წლის განმავლობაში). დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შენიშვნების ფურცელზე . შესაძლებელია ასევე ონლაინ სახის შეკვეთა ფორუმში.

განმეორებითი მოწვევა

ყოფილ სტიპენდიატებს, რომლებიც ერთი წლის ვადით იმყოფებოდნენ გერმანიაში და რომლებიც უკვე გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავიანთ სამშობლოში ეწევიან სამეცნიერო მუშაობას, შეუძლიათ განმეორებით შეიტანონ განაცხადი DAAD-ში განმეორებითი სტიპენდიის მოსაპოვებლად და გაემგზავრონ გერმანიაში სამეცნიერო სტაჯირებით. თუმცა განაცხადების დიდი რაოდენობის გამო, ყველა მათგანის დაკმაყოფილება არ მოხდება. განაცხადების წარდგენა შესაძლებელია DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრში ან გერმანიის საელჩოში.

მცირე ზომის ტექნიკა

ყოფილ სტიპენდიატებს, განსაკუთრებით კი საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და აგრარული სფეროდან, რომლებიც ათი თვის ან მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ გერმანიაში (გარადამავალ ეტაპზე მყოფი, ასევე აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებიდან - ბულგარეთი, რუმინეთი, დსთ-ს ქვეყნები) სტიპენდიის დასრულების შემდეგ არა უგვიანეს 8 კვირისა შეუძლიათ გააკეთონ განაცხადი მცირე ზომის ტექნიკის ან მასალების შესაძენად. მასალები და ტექნიკა უშუალოდ უნდა ეხმაურებოდეს გერმანიაში წარმართულ კვლევას. განაცხადების მიღება გამორიცხულია ვიდეორეკორდერის, ფოტოაპარატის ან ოფისის ინვენტარისათვის (მაგ. ქსეროქსის აპარატი, კომპიუტერი და სხვა). დამატებითი ინფიორმაცია იხილეთ შენიშვნების ფურცელში.

კონტაქტი   იმპრესუმი   © DAAD
 



Anzeigen deutscher Hochschulen


Stipendienprogramm der Studienstiftung des Abgeordnetenhauses 2018-2019

Bewerbungsschluss: 15.12.2017


 




Der direkte Zugang zur Universitätsausbildung in Deutschland!







www.phd.germany.de






სწავლა გერმანიაში ყველაფერი გერმანიაში სწავლის შესახებ
















ექსპლორერის საშუალებით შეგიძლიათ მოიძიოთ გერმანიის კვლევითი ინსტიტუტები და ორგანიზაციები, რომლებიც ზუსტად შეესაბამებიან თქვენს სამეცნიერო საქმიანობის ან სადისერტაციო ნაშრომის თემას.